2025 წლის მარტში, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU PPS) გუნდის წევრმა, ჟან მონეს პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ მოამზადა სამეცნიერო სტატია “The Matrix of EU Enlargement (The Story of Ten Countries)“. სტატია გამოაქვეყნდა ინგლისურ ენაზე “შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანულ ჟურნალში”.
სტატიაში საუბარია პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროკავშირის გაფართოების და გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობის შესახებ საერთოევროპულ და ეროვნულ დონეებზე; ხაზგასმულია 2022 წლიდან ევროკავშირში გაწევრების პროცესებისა და გადაწყვეტილებების განსხვავებული ხასიათის შესახებ, დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ევროკავშირის ღირებულებებთან თავსებადობის ფონზე გაფართოების ქვეყნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესისათვის საჭირო ვალდებულებების შესრულებაზე.
სტატიის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის სირთულეების გააზრება და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის წინააღმდეგობრივი ელემენტების უფრო ღრმა გაგება ათი ქვეყნის (მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სერბეთი, კოსოვო, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და თურქეთი) მაგალითის გამოყენებით. ასევე პასუხი მოძიება ისეთ კითხვებზე როგორიცაა ლოგიკური კავშირის ძიება ქვეყნის ევროინტეგრაციის სტატუსის შეფასებასა და მისი გაწევრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას შორის.
იხილეთ სტატია ბმულზე.