ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ ფარგლებში 7 ივლისს, კავკასიის უნივერსიტემა ჩაატარა ევროკავშირის სამართლის ტრენინგის პირველი ნაწილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბათუმში (სასტუმრო შერატონი).
ქ. ბათუმში ევროკავშირის სამართლის ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმების, ქართული სამართლის ევროპეიზაციის შესახებ შემეცნების ზრდის ხელშეწყობა რეგიონში, ამასთან, საუნივერსიტეტო ცოდნის ექსპორტი ფართო პროფესიული და აკადემიური წრეებისადმი.
7 ივლისს, ტრენინგი გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა და ჟან მონეს პროექტის კოორდინატორმა სოფიო შენგელიამ. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ტრენინგს ესწრებოდა 80 პირი - რეგიონის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ბათუმის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რეგიონის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, რეგიონის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კერძო კომპანიის თანამშრომლები.
7 ივლისის ტრენინგის თემატიკა იყო შემდეგი:
- ევროპული ინტეგრაციის დინამიკა საქართველოში (ჟან მონეს პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფელირებული ასოცირებული პროფესორი ეკა ქარდავა)
- ევროკავშირი - არსი, მიზნები, განსაკუთრებული საერთაშორისო სუბიექტი (კავკასიის უნივერსიტეტის აფელირებული პროფესორი გურანდა ჭელიძე)
- ევროკავშირის სამართალი და ასოცირების შეთანხმება (ეკა ქარდავა)
- პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირში, ევროსაბჭოსა და საქართველოში (კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თამარ ქალდანი)
- ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის შრომის დირექტივები და საქართველოს შრომის კოდექსი (ეკა ქარდავა)
ტრენინგის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფდა პროექტის კოორდინატორის ასისტენტები ტრენინგის ადმინისტრირების ნაწილში, კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები (მაია მუშკუდიანი, თამარ გოგოლაძე).
ტრენინგის მომზადების, დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის ნაწილში ჩართული იყო კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტი (დირექტორი - ირენა მელუა, თანამშრომელი თამარ კარბაია).
ტრენინგის დაწყებამდე 3 კვირით ადრე, გამოცხადდა საჯარო რეგისტრაცია ტრენინგზე.
ტრენინგს ჰქონდა დიდი რეზონანსი რეგიონში. ის გაშუქდა ბთუმის მუნიციალიტეტის მიერ. იხილეთ სტატია.
პრეზენტაცია: “ევროკავშრის სამართალი და ასოცირების შეთანხმება” იხილეთ - ბმულზე
პრეზენტაცია : “ევროკავშირი, როგორც ზენაციონალური და განსაკუთრებული
საერთაშორისო სუბიექტი” იხილეთ- ბმულზე
პრეზენტაცია: “პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირში,
ევროსაბჭოსა და საქართველოში” იხილეთ -ბმულზე
პრეზენტაცია:” .ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის შრომის დირექტივები და საქართველოს შრომის კოდექსი” იხილეთ- ბმულზე
პრეზენტაცია:”საქართველო და ევროპული ინტეგრაცია” იხილეთ -ბმულზე