ონლაინ ლექციები ლიზინგის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტში

4 მაისი 2020

 

 

                                                                                                                                                                    

E-FIX („ენერგიის დაფინანსების ინოვაციური მიქსის შემუშავება და გადაცემა, მდგრადი ენერგიის პროექტებში გაზრდილი ინვესტიციისთვის, კერძო სექტორის დაფინანსების გასააქტიურებლად”) პროექტის ფარგლებში, კავკასიის ბიზნესის სკოლამ და MBA-ის კორპორატიული ფინანსების კურსის პროფესორმა ვახტანგ ბერიშვილმა, ქართული სალიზინგო კომპანიის (GLC) მოწვეულ ლექტორებს უმასპინძლეს.

 

22 აპრილს, GLC-ის დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯღარკავამ, ხოლო 27 აპრილს, GLC-ის დირექტორმა ელდარ ახვლედიანმა ონლაინ ლექციები ჩაატარეს.

 

სპიკერებმა ისაუბრეს ფინანსური ლიზინგის, როგორც დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ. მათ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გააცნეს პროდუქტები და განმარტეს ლიზინგის უპირატესობა. მათ წარმოადგინეს E-FIX პროექტი და E-ლიზინგი - პროდუქტი, რომელიც მხარს უჭერს ენერგოეფექტური აღჭურვილობის ლიზინგს.

 

ლექციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა დასვეს კითხვები საქართველოსა და მსოფლიოს ლიზინგის ბაზარზე, COVID19– ით გამოწვეულ პრობლემებზე, დაბეგვრის საკითხებზე, საპროცენტო განაკვეთებზე, ენერგოეფექტური აღჭურვილობის შესაძლებლობებსა და განახლებადი ენერგიის პროექტებზე.

 

E-FIX პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ენერგეტიკული პროექტებისთვის კერძო დაფინანსების გააქტიურებას, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების გამოყენებით, უფრო კონკრეტულად: საკრედიტო ხაზები ენერგოეფექტურობის კონტრაქტების დადებისთვის (EPC), ქრაუდფანდინგისა და სალიზინგო მოდელების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის.