ონლაინ კონფერენცია პროექტის - Media Dialogue 2020 for Pluralism and Understanding ფარგლებში

24 ნოემბერი 2020

 

24-26 ნოემბერს, პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ჩართულობით გაიმართა ონლაინ კონფერენცია. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით.

 

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედია სკოლის სტუდენტები.

 

კონფერენცია მოიცავდა დისკუსიებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სომხეთში არსებული საომარი ვითარებიდან გამომდინარე მედიის გამოწვევები და მედიის განვითარება სომხეთში.  

 

პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding მიზანია გააერთიანოს პროფესიონალი ჟურნალისტები, აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, ხელოვანები, სტუდენტები დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობის მიზნით.