გაცნობებთ, რომ CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში იწყება რეგისტრაცია ახალ კურსებზე:
- სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია, რომელსაც გაუძღვება მარტინ სტიგმარი, მალმოს უნივერსიტეტის (შვედეთი) უმაღლესი განათლების სწავლების პროფესორი. ტრენინგებზე განხილული იქნება ხარისხისა და კრიტერიუმების საკითხი სადოქტორო განათლების მიმართულებით და გაიმართება დისკუსიები.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე 10 მაისის 18:00 საათამდე.
- ტრენინგი დოქტორანტების ხელმძღვანელებისასთვის, რომელსაც გაუძღვება პროფესორი პირჯო ნიკანდერი, ტემპერეს უნივერსიტეტის (ფინეთი) პროფესორი და კვლევის ხელმძღვანელი. შეხვედრაზე განხილული იქნება სადოქოტორო პროგრამის ხელმძღვანელების კომუნიკაციის მნიშვნელობა დოქტორანტების ეფექტური მუშაობისთვის, კომუნიკაციის სტრატეგიები და პრაქტიკული რჩევები. შეხვედრა ინტექციულ ფორმატში ჩატარდება და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გააზიარონ გამოცდილება და მიიღონ რჩევები საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე 10 მაისის 18:00 საათამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კურსზე რეგისტრაცია შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და სამეცნიერო ხელმძღვანელებს.
კურსზე რეგისტრაცია შეუძლია 30 მონაწილეს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კურსზე შერჩევის შემთხვევაში სერთიფიკატის მისაღებად აუცილებელია სრულად დასწრება და დავალებების შესრულება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს ირმა გრძელიძეს irma.grdzelidze@tsu.ge ან პროექტის ასისტენტს სოფიო იდაძეს sopio.idadze@tsu.ge
გისურვებთ წარმატებას!