შეხვედრა მესამე მისიის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით

12 ივნისი 2023

30   მაისს,  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  პროექტის  „მესამე მისიის ხარისხს და  შესაბამისობის გაძლიერება  საქართველოს  უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის EFMD-ის  მენტორები კრისტოფ  ტერასი (Christophe Terrasse) და ჟან ბაპტისტ მილარდი (Jean-Baptist Maillard) ეწვივნენ.

 

მენტორები შეხვდნენ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორ გიორგი ბურდულსა და  ცენტრის მენეჯერს ირაკლი სვანიძეს.

 

შეხვედრაზე ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებმა მენტორებს გააცნეს ცენტრის საქმიანობა,  პრე აქსელერაციის პროგრამა და ის ინოვაციური პროექტები, რომლებიც უნივერსიტეტის მესამე მისიის გაძლიერებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში საპილოტედ შერჩეული პროექტი „დაიწყე სტარტაპი ნულიდან“ , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს  რეგიონებში მოქმედ  ტექნოპარკებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ტექნოპარკების ბენეფიციარებისთვის პრაქტიკული ვორკშოპების ჩატარებასა და სტარტაპ იდეების  განვითარების ხელშეწყობას.

 

EFMD-ის მენტორებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე  საპილოტე პროექტი. ცენტრის წარმომადგენლებმა მენტორებს გაუზიარეს მათი ცოდნა და გამოცდილება მესამე მისიის პროექტების განხორციელებასა და მათი გავლენის შეფასების შესახებ, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე.

 

ერაზმუს პლიუსის პროექტი SQUARE-ი მიზნად ისახავს მესამე მისიის (3M) ხარისხისა და რელევანტურობის გაძლიერებას ქართულ უნივერსიტეტებში, მისი გავლენის, მასშტაბისა და აღიარების უზრუნველყოფას. SQUARE პროექტი ხელს შეუწყობს კულტურულ ევოლუციას და სარგებელს მოუტანს მთლიანად ქართულ საზოგადოებას.