საინფორმაციო შეხვედრა - როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან?

14 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა  ზუგდიდის, ტექნოპარკში, გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.

 

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორმა გიორგი ბურდულმა და მენეჯერმა ირაკლი სვანიძემ განიხილეს სტარტაპის ნულიდან შექმნასთან დაკავშირებული ოთხი ძირითადი საკითხი:

 

იდეა;

პროდუქტი;

გუნდი;

შესრულება.

 

რეგიონულ ტექნოპარკებში ღონისძიებები იმართება უნივერსიტეტის მესამე მისიის პროექტის ფარგლებში.

 

ერაზმუს +  პროექტი SQUARE მიზნად ისახავს მესამე მისიის (3M) ხარისხისა და რელევანტურობის გაძლიერებას ქართულ უნივერსიტეტებში, მისი გავლენის, მასშტაბისა და აღიარების უზრუნველყოფას. SQUARE პროექტი ხელს შეუწყობს კულტურულ ევოლუციას და სარგებელს მოუტანს მთლიანად ქართულ საზოგადოებას.