CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში" ფარგლებში, გრძელდება ტრენინგების სერიები დოქტორანტებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის.
გიზიარებთ სამი დაგეგმილი კურსის შესახებ ინფორმაცის და რეგისტრაციის ბმულს:
1.კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა — მარიეტე ვან დერ ჰოვენი (ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი) და რუსუდან სანაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 28 მარტი 18:00; დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაციას მითითებულ ბმულზე.
კურსის დაწყების თარიღია 31 მარტი, სილაბუსი იხილეთ მითითებულ ბმულზე.
2.მენტალური ჯანმრთელობის ცნობიერება და კეთილდღეობა — ნინო ოკრიბელაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 29 მარტი, 18:00; დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
კურსის დაწყების თარიღია 1 აპრილი, სილაბუსი იხილეთ მითითებულ ბმულზე.
3.დოქტორანტის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა — მონიკა ტასა (ტარტუს უნივერსიტეტი).
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 5 აპრილი, 18:00; დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
კურსის დაწყების თარიღია 17 აპრილი, სილაბუსი იხილეთ მითითებულ ბმულზე.
ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია – მაქსიმუმ 30 მონაწილე. რეგისტრაცია შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და მათ ხელმძღვანელებს.
აღნიშნულ კურსებზე შერჩევის შემთხვევაში, მონაწილეს მოეთხოვება ტრენინგის სილაბუსით გათვალისწინებული ყველა შეხვედრაზე ონლაინ დასწრება და ყველა დავალების შესრულება სერტიფიკატის მისაღებად.
პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით, ხოლო პარტნიორები არიან კავკასიის უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს – irma.grdzelidze@tsu.ge ან ასისტენტს sopio.idadze@tsu.ge
გისურვებთ წარმატებას!