ტრენინგი პროექტ Rec-Mat-ის ფარგლებში

19 მარტი 2021

გაცნობებთ, რომ პორტოს უნივერსიტეტისა და ვალადოლიდის უნივერსიტეტის ერთობლივი Erasmus+ KA2-CBHE "Recognition Matters (Rec-Mat)" პროექტის ფარგლებში, გამოცხადებულია ხუთკვირიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეთა მიღება თემაზე "აკადემიური აღიარება".

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწოს სტუდენტთა მობილობას ლათინურ ამერიკასა და ევროპას შორის. კურსი მოიცავს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის გაზიარებას აკადემიური მობილობის შესახებ.

 

დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

 

  • რეგისტრაციის დედლაინია 19 მარტი, 2021 წელი;
  • ტრენინგ კურსის დასაწყისი - 22 მარტი, 2021წელი;
  • დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ბმულზე;
  • შეკითხვებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ელექტრონულ მისამართზე rec-mat@reit.up.pt

 

წარმატებას გისურვებთ!