ტრენინგი კვლევის მეთოდებში

17 ოქტომბერი 2019

2-4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მაასტრიხის მენეჯმენტის სკოლის პროფესორის, იაკომინ ვანის ტრენინგს კვლევის მეთოდებზე.

 

ტრენინგი მიზნად ისახავს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის აკადემიური პერსონალის კომპეტეციის გაზრდას კვლევის მეთოდებში.

 

ღონისძიება გახსნა კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანმა, ნინო კალანდაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა, ირენა მელუამ.

 

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ინფორმაცია თვისებრივი კვლევის დიზაინის ჩამოყალიბების, კვლევითი ინსტრუმენტის შექმნის, კვლევის ეთიკის, გამოკითხვის ტექნიკებისა და მონაცემთა ანალიზის შესახებ. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებში, როგორებიცაა, დისკუსიები, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა.

 

პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდება 25-27 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტში და დაეთმობა ონლაინ მარკეტინგს, ბრენდინგს და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ტრენინგი ტარდება აგრო-ტურიზმის შესახებ პროექტის ფარგლებში, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელდება ჰოლანდიის საერთაშორისო განვითარების პროგრამა ნუფიკის (NUFFIC) მხარდაჭერით.