აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, პოლიტიკა, ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, დაფინანსებულია USAID-ის მიერ.
„რიდერის შექმნა საჯარო ადმინისტრირებაში“
პროექტის საერთო მიზანია საჯარო ადმინისტრირების სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უნივერსიტეტებში. ამ მიზნის მისაღწევად:
-პროექტის ფარგლებში შეიქმნება რიდერი საჯარო მმართველობაში ქართული კონტენტის გათვალისწინებით;
-კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება საჯარო მმართველობის თანამედროვე უცხოური გამოცემები;
- ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შორის მოხდება საჯარო მმართველობის სფეროში არსებული ცოდნისა და რესურსების გაზიარება.
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან თანამშრომლობით „საქართველოს გამოყენებითი კვლევების - რეგიონალური განვითარების“ პროექტის ფარგლებში; ფინანსდება ევროკომისიის მიერ.