2024-2025 Hubert H. Humphrey-ის სასტიპენდიო პროგრამა

19 ივლისი 2023

აშშ-ს საელჩო საქართველოში, აცხადებს 2022-2023 წლის Hubert H. Humphrey-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკანტების მიღებას. აღნიშნული კონკურსი განკუთვნილია დამწყებ და გარდამავალ კარიერულ ეტაპზე მყოფი პროფესიონალებისათვის.

 

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები აშშ-ში მიიღებენ საინტერესო პროფესიულ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში.

 

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

 

მოთხოვნილი კრიტერიუმები:

 

  • მინიმუმ 5 წლიანი უწყვეტი პროფესიული გამოცდილება;
  • მინიმუმ 4 წლიანი განათლების ხარისხი;
  • ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი ტესი (TOEFL).

 

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკაცია დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ ბმულის მეშვეობით.

 

განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა: 10 აგვისტო, 2023.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!