აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი- საერთაშორისო საზაფხულო კურსები 2023

24 მარტი 2023

აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია (Aschaffenburg University of Applied Sciences, Germany) აცხადებს სტუდენტების მიღებას საზაფხულო კურსებში მონაწილეობის მისაღებად.

 

საზაფხულო სკოლა სტუდენტებს სთავაზობს ორ კურსს:

 

  1. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამა (ISSP) (17 ივნისი - 14 ივლისი)

 

პროგრამა ჩატარდება აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაგისტრო და ბაკალავრიატის მხოლოდ დამამთავრებელი საფეხურის სტუდენტებს.

მონაწილეობის საფასური:200€
პროგრამის საფასურში არ შედის მგზავრობის/განთავსების ხარჯები.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 31 მარტი, 2023.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.

 

  1. საერთაშორისო მენეჯმენტის ქეისების შესწავლა

 

პროგრამა ჩატარდება სრულად ონლაინ (22 მაისი-17 ივნისი) ან/და ჰიბრიდულად (22 მაისი-18 ივნისი), დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ არჩევა, რომელ სესიაში სურთ მონაწილეობის მიღება.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაგისტრო და ბაკალავრიატის მხოლოდ დამამთავრებელი საფეხურის სტუდენტებს.

მონაწილეობის საფასური - 60 ევრო (+30 ევრო შესასწავლი ნიმუშების გამოსაწერად www.thecasecentre.org).

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 აპრილი, 2023.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ თანდართული ბროშურა.

 

შერჩეულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, პროგრამის ორგანიზატორებს მიაწოდოთ ელექტრონულ მისამართზე alexandra.angress(at)th-ab.de შემდეგი ინფორმაცია:

 

  • სახელი;
  • გვარი;
  • უნივერსიტეტის დასახელება;
  • იმ პროგრამის დასახელება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საზაფხულო კურსებზე პასუხისმგებელ პირს აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: international@th-ab.de

 

გისურვებთ წარმატებას!