ბუდაპეშტის კორვინიუსის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდია

14 დეკემბერი 2021

გაცნობებთ, რომ ბუდაპეშტის კორვინიუსის უნივერსიტეტი 2022-2023 აკადემიური წლისთვის აცხადებს კვლევით სასტიპენდიო პროგრამას უფროსი მკვლევარებისთვის.

 

კვლევითი სტიპენდია გაიცემა შემდეგ დარგებში: სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი და მენეჯმენტი, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები.

 

სტიპენდიის მოცულობა: 1500 ევრო (თვეში)

სტიპენდიის ხანგრძლივობა: ერთი ან ორი სემესტრი

 

მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულ აპლიკანტს ჰქონდეს მოპოვებული დოქტორის აკადემიური ხარისხი არანაკლებ 5 წლისა, და გამოქვეყნებული არანაკლებ 5 სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში (Q1, Scimago).

სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ონლაინ.  

 

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა2022 წლის 15 თებერვალი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან დაუკავშირდით საკონტაქტო პირს Ms.Szidonia Nagy, ელ ფოსტაზეnagy.szidonia@uni-corvinus.hu



გისურვებთ წარმატებებს!