CEES Fellowship Program

21 თებერვალი 2023

გაცნობებთ, რომ 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (CEES)  აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე დამწყები ან კარიერის შუა პერიოდში მყოფი მკვლევარებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისტორიული ან თანამედროვე კვლევით რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიასა თუ ცენტრალური აზიის შესახებ. 

 

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.

 

სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე : cees@hist.uzh.ch

 

  • სამოტივაციო წერილი
  • კვლევითი პროექტი (3–5 გვერდი)
  • კურიკულუმი (პუბლიკაციების ჩამონათვალის ჩათვლით)
  • მოკლე წერილობითი ნიმუში (სტატიის ან წიგნის ერთი თავის სიგრძე)
  • მოკლე პროექტი საჯარო ლექციისა და/ან სემინარის ჩასატარებლად CEES-ში
  • ორი სარეკომენდაციო წერილი და/ან ორი რეკომენდატორის სახელი

 

აპლიკაციია მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2023.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

 

გისურვებთ წარმატებას!