ცეტისის უნივერსიტეტი, მექსიკა (CETYS University, Mexico) დაინტერესებულ პირებს იწვევს ონლაინ პროგრამაში “საპასუხისმგებლო კონკურენტუნარიანობა“ მონაწილეობის მისაღებად (14 ოქტომბერი - 18 ნოემბერი).
პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
- საერთო ეკონომიკური და სოციალური ღირებულების შექმნა;
- საპასუხისმგებლო კონკურენტუნარიანობა: ფირმებიდან ბაზრებამდე;
- დაინტერესებული მხარეების სტრატეგიული მართვა;
- წრიული ეკონომიკა;
- ESG რეპორტინგი.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.5-ს).
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 6 ოქტომბერი, 2023.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: diana.woolfolk@cetys.mx
გისურვებთ წარმატებას!