Central European University (CEU) - საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

17 იანვარი 2020

გაცნობებთ, რომ 16 დეკემბერს, 17:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში (C სართული) გაიმართება საინფორმაციო  შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო  პროგრამებთან დაკავშირებით . 


შეხვედრას წარუძღვება საერთაშორისო განათლების ცენტრის მენეჯერი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი-ნათია ნანავა. 


შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებთან დაკავშირებულ როგორც შინაარსობრივ ისე ტექნიკურ საკითხებს . 

 
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი საფეხურის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს. 
 

დასწრებისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე  და გაიაროთ რეგისტრაცია.
 

გისურვებთ წარმატებას!