ჩივნინგის (Chevening) სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024

5 სექტემბერი 2022

 

დაიწყო განაცხადების მიღება 2023-2024 წლის ჩივნინგის (Chevening) სასტიპენდიო პროგრამაზე.

 

Chevening არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გლობალური სტიპენდიის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სრული სტიპენდიები დიდ ბრიტანეთში ერთ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის და ვიზის ხარჯებს.

 

თქვენ საშუალება გექნებათ იცხოვროთ და ისწავლოთ დიდ ბრიტანეთში ერთი წლის განმავლობაში და ამ დროის მანძილზე განვითარდეთ როგორც პროფესიონალურად, ასევე აკადემიურად, გააფართოვოთ თქვენი კავშირების ქსელი, გაეცნოთ დიდი ბრიტანეთის კულტურას და დაამყაროთ ხანგრძლივი პოზიტიური ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან.

 

2023-2024 წლის ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ნოემბერი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!