ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) სტიპენდია

21 ივლისი 2018
გაცნობებთ, რომ  ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (MASHAV) გამოაცხადა მიღება მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილ საგანმანათლებლო კურსებზე სხვადასხვა მიმართულებებით.
 
MASHAV-ის სტიპენდიები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით და ფარავს სატრენინგო პროგრამის საფასურს, განთავსებას, სამედიცინო დაზღვევასა და ტრანსფერს. საერთაშორისო ფრენა და სადღეღამისო ხარჯები გათვალისწინებული არ არის.
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს. 
 
გისურვებთ წარმატებას!