გაცნობებთ, რომ ნაზარბაევის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლა, ასტანა, ყაზახეთი, (Nazarbayev University Graduate School of Public Policy) და ასტანას საჯარო სამსახურის ცენტრი, ასტანა, ყაზახეთი (Astana Civil Service Hub) აცხადებს სახელმწიფო მართვის სკოლის დოქტორანტებისათვის 2 დღიან (5-6 ოქტომბერი) კონფერენციას საჯარო ადმინისტრირების თანამედროვე საკითხებზე პოსტ-საბჭოთა ევრაზიაში.
კონფერენციით გათვალისწინებული საკითხები:
- საჯარო მენეჯმენტი
- საჯარო ეკონომიკა
- პოლიტიკა
- საჯარო საზოგადოება
- საჯარო ადმინისტრირების/პოლიტიკის სწავლება
- უსაფრთხოება
- ენერგეტიკული პოლიტიკა
- დოქტორანტების ნაშრომები
რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობა:
- ნაშრომის გეგმის წარდგენა ინგლისურ ენაზე (400 გვერდი)
ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: 1 აგვისტო, 2018
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2018
რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს და შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა, ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gsppconference@nu.edu.kz
გისურვებთ წარმატებას!