გაცნობებთ, რომ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცენტრალური ევროპის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის/კვლევის დაფინანსების მოსაპოვებლად აცხადებს განაცხადების მიღებას.
სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 2,300 ევროს სემესტრულად.
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდიის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 4 სემესტრი; დოქტორანტებისა და პოსტსადოქტორო საფეხურის მკვლევრებისთვის – 2 სემესტრი.
კონკურსის პირობებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი.
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის კოორდინატორს: ewelina_belkiewicz@sggw.pl
გისურვებთ წარმატებას!