გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, გაზაფხული 2020

22 ოქტომბერი 2019

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიოთ მენიუ „გაცვლითი პროგრამები“.

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის მეორე კურსის, მესამე კურსის ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს; მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. გაითვალისწინეთ, რომ მზადებას უნდა შეუდგეთ მინიმუმ ერთი სემესტრით ადრე.

 

უმორჩილესად გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.
ასევე, განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS 6.0 \ TOEFL - 78).

 

განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადაა 20 ოქტომბერი, 2019.