გაცვლითი პროგრამა ევროპული სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლაში

31 მაისი 2017

გაცნობებთ, რომ ევროპული საჯარო მმართველობის ორგანიზაცია (EPLO, European Public Law Organization) აცხადებს მიღებას გაცვლით პროგრამაზე 2017 წლის შემოდგომის სემესტრში,  სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ევროპული სამართლისა და საჯარო  მმართველობის სკოლაში, ათენი, საბერძნეთი (European Law and Governance School, ELGS).

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მეორე კურსის, მესამე კურსის ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს; მაგისტრატურის პირველი კურსისა და მეორე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

 

  • პასპორტის/პირადობის ასლი;
  • CV ევროპასის ფორმით (იხილეთ CV-ის შევსების ინსტრუქცია ბმულზე)
  • ნიშნების ფურცელი
  • ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0/5; TOEFL – 79)
  • სამოტივაციო წერილი
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

სტუდენტი ფარავს ყველა საჭირო ხარჯს გარდა მიმღები უნივერსიტეტის სწავლის საფასურისა (გამგზავრება, ცხოვრება და დაზღევა). სტუდენტს, პარტნიორ უნივერსიტეტში წარმატებით გავლილი საგნების კრედიტები ჩაეთვლება კავკასიის უნივერსიტეტში დაგროვილ კრედიტებად.

 

 

ELGS- ი გაცვლით სტუდენტებს სთავაზობს საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და აპარატურით (სამზარეულო, სამრეცხაო, დასუფთავება). საცხოვრებელის თვიური გადასახადი შეადგენს 300 ევროს.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ   ელექტრონული ფორმით 2017 წლის 31 მაისამდე  შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge 

 

გისურვებთ წარმატებებს!