გაცნობებთ, რომ ლიუბლიანას უნივერსიტეტის, სლოვენია (University of Ljubljana,Slovenia) ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას ონლაინ სადოქტორო ზამთრის სკოლაში მონაწილეობისათვის (13-17 თებერვალი, 2023).
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- სადოქტოროსაფეხურისსტუდენტებს;
- პოსტ-დოქტორანტებს;
- აკადემიკოსებს;
- სხვადასხვადარგის სპეციალისტებს.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდილება გაუზიარონ სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და დაწესებულებების წარმომადგენლებსა და პროგრამის მონაწილეებს. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული კურსებია:
- გაფართოებული პანელი - მონაცემთა ეკონომეტრია (Advanced panel-Data econometrics)
- გამოყენებითი დროის სერვისების ანალიზი და პროგნოზირებაSTATA დაR-ით (Applied time series analysis and forecasting with STATA and R)
- კრეატიულობა კვლევაში (Creativity in Research)
- ეკონომიკის ფსიქოლოგია (Economic Psychology)
- შესავალი მონაცემთა მეცნიერებაშიPYTHON
(Introduction to data science with PYTHON) - რაოდენობრივი კვლევაR სტუდიოთი (Quantitative research with R studio)
- კვლევა და თეორია დაკვირვებისა და ინტერვიუს გამოყენებით
(Research and theorizing using observation and interviews)
განაცხადის წარდგენის საბოლო ვადა: 17 იანვარი, 2023
თითოეული კურსის ღირებულება: 600 ევრო
შემოთავაზებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიუბლიანას უნივერსიტეტის საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : ljubljana.doctoral@ef.uni-lj.si
გისურვებთ წარმატებებს!