ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (The European Public Law Organization, EPLO) აცხადებს სტუდენტების მიღებას სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისათვის.
პროგრამის მიზანია მონაწილეების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ შემდეგი მიმართულების სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს:
- სამართალი;
- სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ეკონომიკა;
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- მედია და კომუნიკაცია;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები.
პროგრამის განხორციელების ადგილი- საბერძნეთი; ხანგრძლივობა- 2 დან 6 თვემდე.
ინგლისურ ენაზე წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- რეზიუმე (Europass-ის ფორმატი)
- სამოტივაციო წერილი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eplo.int.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში.
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eplo.int