კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2021 წლის შემოდგომის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
2021 წლის შემოდგომის სემესტრში, სტუდენტთა მობილობა დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:
- FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
1 სემესტრი |
Business (Global Business Program), Tourism (BA only) Information Technology (BA only) |
ინგლისური |
- ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
Informatics, Architecture, Business Administration and Management (with restricted number of English courses) |
ინგლისური/ ესპანური B2 |
- ალკალას უნივერსიტეტი, ესპანეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
1 სემესტრი |
Economy and International Business, Law, Tourism, Computer Science, Communication and Electronic Engineering, Architecture |
ინგლისური/ ესპანური B2 |
- ზაარლენდის უნივერსიტეტი, გერმანია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
მაგისტრატურა |
1 სემესტრი |
Law |
ინგლისური |
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
Business Administration |
ინგლისური/ იტალიური |
- ISCTE - ლისაბონის ბიზნესის სკოლა, პორტუგალია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
Business Administration, Economics, Architecture, Information and Communication Technologies, Sociology |
ინგლისური |
- ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ჰოლანდია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
Business Administration |
ინგლისური |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის პირველი / დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- სამაგისტრო პროგრამის პირველი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა პროგრამაში მონაწილეობის დედლაინის ამოწურვამდე.
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.