ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო, აცხადებს Ernst Mach-ის გაცვლით სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას ზალსბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ავსტრია (FH Salzburg University of Applied Sciences, Austria) სასწავლებლად.
მობილობის დაგეგმვა შესაძლებელია ერთი სემესტრით (2024 შემოდგომა ან 2025 გაზაფხულის სემესტრი), ან/და სრულად 2024/2025 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარმოდგენისას, სტუდენტმა სააპლიკაციო ფორმაში, შესაბამის გრაფაში, უნდა მიუთითოს აღნიშნული ინფორმაცია.
Ernst Mach-ის გაცვლით სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე:
შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა |
სწავლების საფხური |
სწავლების ენა |
სემესტრი |
Business Management |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
ინგლისური |
2024 შემოდგომა / 2025 გზაფხული |
Information Technology & Systems Management |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
ინგლისური |
2024 შემოდგომა |
Innovation & Management in Tourism |
ბაკალავრიატი |
ინგლისური |
2024 შემოდგომა / 2025 გზაფხული |
კონკურსი დაყოფილია ორ ეტაპად:
- I ეტაპზე, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ მოხდება სტუდენტების შერჩევა და ნომინირება ზალსბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. შერჩეულ კანდიდატებს მიმღები უნივერსიტეტიდან ეგზავნებათ ჩარიცხვის წერილი (acceptance letter).
- მეორე ეტაპი გულისხმობს, მიღებული მოწვევის წერილის საფუძველზე, სტუდენტის მიერ საკონკურსო განაცხადის შეტანას უშუალოდ Ernst Mach -ის სასტიპენდიო პროგრამაზე 2024 წლის 1 თებერვლამდე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
- EUROPASS CV ;
- ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS – 6.0\TOEFL-78);
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი სკოლისგან (არ მიიღება ენის ლექტორის მიერ გაცემული რეკომენდაცია)
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს;
- სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს;
- 35 წელს გადაშორებულ კანდიდატებს
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით, ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2023 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ გრანტის დასახელება (Ernst Mach Grant), წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაში მონაწილე სტუდენტს, სწავლის დასრულება არ შეუძლია პარტნიორ უნივერსიტეტში.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება ზალსბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში;
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.
- კონკურსის მეორე ეტაპთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს Ernst Mach სტიპენდიაზე განაცხადის შეტანას, კანდიდატებს დამატებით დაუკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შემდეგ ელექტრონულ მეილზე- ir@cu.edu.ge. ან, ეწვიეთ დეპარტამენტის ოფისს, მეორე სართული, ოთახი B25.