ესსეების საერთაშორისო კონკურსი

23 მარტი 2022

 

გაცნობებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან არსებული The GovTech ცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის.

 

საერთაშორისო ესსეების კონკურსის თემა გახლავთხელოვნური ინტელექტის გამოყენების სოციალური, ეთიკური და კულტურული ასპექტები. ახალი ტექნოლოგიების მომავალი.

კონკურსის მიზანია აღნიშნულ საკითხზე აკადემიური თუ ლიტერატურული ნაშრომები შემუშავდეს ინოვაციური და ორიგინალური გზებით. 5 საუკეთესო ესსეს ავტორი მიიღებს ფულად ჯილდოს 1000 ევროს ოდენობით.

ნაშრომი შესაძლებელია წარდგენილი იყოს აკადემიური ნაშრომის, რეფერატის, სტატიის, ჟურნალისტური გამოძიების ან თუნდაც მოკლე მოთხრობის სახით, და არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას (მაქს. 10 გვერდი).

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ესეები მხოლოდ ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მარტი.

 

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კონკურსის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზეAntoni.Lukasik@kprm.gov.pl

 

გისურვებთ წარმატებას!