გაცნობებთ, რომ აჯმანის უნივერსიტეტი, აჯმანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (Ajman University) აცხადებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიღებას სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად (27-31 იანვარი, 2019) .
პროგრამის შინაარსობრივი მხარე მოიცავს ბიზნესის სხვადასხვა დისციპლინებისა და მათი პრაქტიკული ასპექტების განხილვას.
პროგრამის ღირებულება- 675$
ღირებულებაში შედის :
- საცხოვრებელი (ორ ადგილიანი)
- შიდა ტრანსპორტირება
- დახვედრის/დამშვიდობების ღონისძიებები
- ორგანიზაციებში ვიზიტი
- კვება (დღეში ერთხელ)
პროგრამის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები .
საბუთების გაგზვანის ბოლო ვადა: 8 დეკემბერი, 2018 წელი .
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე: ir@cu.edu.ge.ge
გისურვებთ წარმატებას!