აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას 2024-2025 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2024-2025 Fulbright Graduate Student Program).
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას.
დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
- უნდა ჰქონდეს საბაკალავრო სწავლების საფეხური დასრულებული;
- უნდა ფლობდეს ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს ისწავლოს აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
- უნდა აკმაყოფილებდეს J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი, სწავლის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინინუმ ორი წლით;
- უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება სწავლის დაწყებამდე.
განცხადების პროცესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- 3 სარეკომენდაციო წერილი;
- დიპლომის ასლი (ინგლისურენოვანი);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურენოვანი);
- რეზიუმე-PDF ფორმატში;
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 1 აგვისტო, 2023.
პროგრამის შესახებ დეტლური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!