გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, შემოდგომა 2017

23 მარტი 2017

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

ონლაინ  რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს. პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად,  გთხოვთ აირჩიოთ მენიუ “გაცვლითი პროგრამები”.

 

გაცვლით პროგრამებში მონაწილების მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მეორე კურსის, მესამე კურსის ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს; მაგისტრატურის პირველი კურსის და მეორე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. გაითვალისწინეთ, რომ მზადებას უნდა შეუდგეთ მინიმუმ ერთი სემესტრით ადრე.

 

უმორჩილესად გთხოვთ სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება. ასევე, განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გსურთ პარტნიორ  უნივერსიტეტში  გამგზავრება 2017 წლის შემოდგომის  სემესტრისთვის.  

 

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ინგლისური ენის სერთიფიკატი (IELTS 6.0\6.5, TOEFEL- 79).

 

განაცხადის გაკეთების ბოლო  ვადაა 25 მარტი, 2017.

 

გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია შედგება 10 მარტს, 18:00 საათზე, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.

 

გისურვებთ წარმატებებს!