გაცნობებთ, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც გერმანულ ისე ინგლისურ ენაზე (გარდა საზაფხულო კურსის სტიპენდიისა).
- საზაფხულო ენის კურსი
- სტუდენტური ჯგუფების მოგზაურობა გერმანიაში;
- სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობისთვის;
- ERP - სტიპენდია ეკონომისტებისთვის;
- სტიპენდია არქიტექტორებისთვის;
- სტიპენდია მუსიკოსებისთვის;
- სტიპენდია სახვითი ხელოვნების, დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციისა და რეჟისურის მიმართულებისთვის;
- სტიპენდია საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენელთათვის;
- მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია (1-6 თვე);
- ერთწლიანი კვლევითი სტიპენდია;
- სადოქტორო სტიპენდია;
- კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის;
- კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროდან;
- განმეორებითი მოწვევა ყოფილი სტიპენდიატებისთვის;
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
antadze@daad-georgia.org - ნინო ანთაძე,
latsabidze@daad-georgia.org - თამარ ლაცაბიძე