გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

30 ივნისი 2018

გაცნობებთ, რომ გერმანიის პარლამენტი აცხადებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულთათვის კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. 

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 მარტი - 31 ივლისი, 2019

 

სტიპენდიის ოდენობა: 500 ევრო თვეში

 

სტიპენდია დამატებით მოიცავს:

  • დაზღვევის ხარჯებს
  • მგზავრობის ხარჯებს
  • საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას

 

აუცილებელი წინაპირობა:

  • საქართველოს მოქალაქეობა
  • უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი
  • გერმანული ენის ძალიან კარგად ცოდნა
  • გერმანული პოლიტიკის, საზოგადოებისა და ისტორიის ცოდნა
  • 30 წლამდე ასაკი

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2018

 

რეგისტრაციის გასავლელად და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ოფიციალურ ვებგვერდს, ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე: ips@tifl.diplo.de 

 

გისურვებთ წარმატებას!