ბრუნეის დარუსალამის მთავრობის სტიპენდია უცხოელი სტუდენტებისთვის

30 იანვარი 2023

ბრუნეის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2023 წლის აგვისტო/ივლისი აკადემიური წლისთვის.


სტიპენდია იძლევა შესაძლებლობას გააგრძელოთ სწავლა სადიპლომო, ბაკალავრიატის და მაგისტრის ასპირანტურის დონეზე ბრუნეის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში:

 

  • ბრუნეის დარუსალამის უნივერსიტეტი (UBD)
  • სულთან შარიფ ალის ისლამური უნივერსიტეტი (UNISSA)
  • ბრუნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTB)
  • სერი ბეგავანის რელიგიური სასწავლო უნივერსიტეტის კოლეჯი (KUPU SB)
  • ბრუნეის ტექნიკური უნივერსიტეტი (PB).

 

მოთხოვნილებები:

 

  • აპლიკანტის ასაკი, რომელსაც სურს განაცხადის შეტანა საბაკალავრო და სადიპლომო პროგრამებზე არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს.
    ასპირანტურასა და სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადის შეტანისას, აპლიკანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს კურსის/პროგრამის დაწყების პირველ დღეს.
  • აპლიკანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა 6 კრედიტით GCE 'O' დონის გამოცდაზე, Grade 'C' IGCSE ინგლისურში (როგორც მეორე ენა), IELTS 6.0 ქულით ან TOEFL მინიმალური ქულით 550.

 

დაინტერესებულ პირთათვის აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 15 თებერვალი, 2023 წელი. 16:00 ბრუნეის დროით.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებებს!