გაცნობებთ, რომ სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი, ერევანი, (UNACA) ფრანგული არქიტექტურის სკოლების ქსელის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (RéA) 25-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლებს (27 აპრილი - 3 მაისი, 2025).
კონფერენციის მთავარი თემა: “დავიწყებული ტერიტორიები”.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ არქიტექტურის დარგის პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებიც წარადგენენ ერთობლივ პრეზენტაციას ფრანგულ ენაზე. გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 4 ადამიანისგან (2 პროფესორი, 2 სტუდენტი).
მონაწილეობის საფასური: 250 ევრო. პროგრამის საფასური მოიცავს განთავსებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და სასწავლო მასალას. კონფერენცია გაიმართება სომხეთის ისტორიულ მხარეში, გიუმრიში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნონ ფორმაში მითითებულ მეილის მისამართებზე.
აპლიკაციის გაგზავნის საბოლოო ვადა: 28 თებერვალი, 2025.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კონფერენციის საკონტაქტო პირს მითითებულ მეილის მისამართზე: international@nuaca.am
გისურვებთ წარმატებას!