საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2023 - საფრანგეთი

20 იანვარი 2023

ნორმანდიის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი (EM NORMANDIE Business School, France), გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსები ლე ჰავრში, პარიზში ან თითო კურსი ორივე ქალაქში.

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება და გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

კურსი ლე ჰავრში - 6 კრედიტი - 30 ივნისი - 13 ივლისი (შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი):

 

  • საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისა და ვაჭრობის საფუძვლები.
  • თამაში საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაში: ითამაშეთ და ისწავლეთ როგორ მართოთ ბიზნესი საზღვარგარეთ.
  • მეწარმეობა თანამედროვე სამყაროში.
  • მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები და ტენდენციები + Escape Game
  • ეკონომიური ალტერნატივა (კურსი ისწავლება ფრანგულ ენაზე)
  • ციფრული და სოციალური მედიის მარკეტინგი

 

საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 675€, ხოლო შემდგომ- 825€

 

კურსი პარიზში - 6 კრედიტი - 14 – 27 ივლისი (შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი)

 

  • პროექტის მენეჯმენტი ციფრულ ეპოქაში
  • ბიზნესის კეთება ცვალებად სამყაროში
  • ექსპერიმენტული მარკეტინგი და გავლენა დიგიტალურ სამყაროში
  • სტრატეგიული მენეჯმენტი
  • მულტიკულტურულ გუნდებსა და გარემოში მუშაობა + LEGO® SERIOUS PLAY მეთოდი
  • ლიდერობა და ჩამოყალიბება
  • დიგიტალიზაცია და კორპორატიული ფინანსები (კურსი ისწავლება ფრანგულ ენაზე)

 

საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 675€, ხოლო შემდგომ -825€

 

დაინტერესებულ პირებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა გაიარონ თითო კურსი ორივე ქალაქში. (12 კრედიტი)

 

 საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 1050€, ხოლო შემდგომ 1200€

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წარადგინოთ:

 

  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 (CEFR),TOEFL IBT 72, IELTS 5.0, TOEIC 750).
  • ფრანგულ ენაზე შესასწავლი კურსებისთვის B2 (DELF, TCF და ა.შ.)

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიჰყევით ბმულს.
რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნორმანდიის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერს შემდეგ ელფოსტაზე: short-term@em-normandie.fr

 

წარმატებები!