გაცნობებთ, რომ IQS მენეჯმენტის სკოლა. ბარსელონა, ესპანეთი. (IQS School of Management. Barcelona, Spain) აცხადებს მიღებას საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (3-14 ივლისი).
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)
შემოთავაზებული კურსები:
- ციფრული, ნეირო და მარკეტინგული სტრატეგიები ბიზნესისთვის;
- როგორ ჩადოთ ინვესტიცია (და გადარჩეთ) ფინანსურ ბაზრებზე (Finance Lab-ის გამოყენებით);
- ეკოლოგიური და ენერგეტიკული მდგრადობა;
- როგორ გამოვიყენოთ იდეის ინვესტირებად ბიზნესად გადაქცევის შესაძლებლობა.
საფასური:
სამ კურსზე რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამის საფასური შეადგენს:
განთავსების გარეშე - 1800€;
განთავსებით (+საუზმე) -2600€.
ოთხს კურსზე რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამის საფასური შეადგენს:
განთავსების გარეშე - 2400€;
განთავსებით (+საუზმე) - 3200€.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა - 1 ივნისი, 2023.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდით IQS მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summer-programs@iqs.url.edu
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.
გისურვებთ წარმატებას!