გაცნობებთ, რომ იტალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის აცხადებს კონკურსს სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად, 2018-2019 აკადემიური წლისათვის, შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- მაგისტრატურა
- დოქტორანტურა
- ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის კურსები
- კვლევით პროექტები
- იტალიური ენისა და კულტურის კურსები
სტიპენდიის ოდენობა: თვეში 900 ევრო (ხანგრძლივობა: 3-9 თვე)
აუცილებელი წინაპირობა:
- ბაკალავრიატის დიპლომი/მაგისტრატურის დიპლომი/ჩარიცხვის წერილი იტალიური უნივერსიტეტიდან
- ინგლისური ენის B2 დონის სერტიფიკატი
- იტალიური ენის B2 დონის სერტიფიკატი (მხოლოდ იტალიური ენისა და კულტურის კურსისთვის)
სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 18-დან 40 წლამდე კონკურსანტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ აკადემიურ მოთხოვნებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2018 (16:00 საათი)
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!