გაცნობებთ, რომ დაიწყო განაცხადების მიღება 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამაზე.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მე-3 კურსის პირველი სემესტრის (მე-5 სემესტრის), მარკეტინგის პეციალიზაციის სტუდენტებს (გეგმავს რომ მარკეტინგის სპეციალიზაციით განაგრძოს სწავლა)
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- რეზიუმე (იხ.Europass-ის ფორმატი);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78);
- გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი,ასეთის არსებობის შემთხვევაში
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისა მართზე: ir@cu.edu.ge.
გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის შერჩეული სტუდენტები გამონაკლისის სახით, პარტნიორ უნივერსიტეტში არ გადაიხდიან სწავლის საფასურს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სტუდენტი ფარავს ყველა საჭირო ხარჯს გარდა მიმღები უნივერსიტეტის სწავლის საფასურისა (გამგზავრება, ცხოვრება და დაზღევა). უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტს ხარისხს ანიჭებს, როგორც კავკასიის უნივერსიტეტი, ისე პარტნიორი უნივერსიტეტი. სტუდენტს, პარტნიორ უნივერსიტეტში წარმატებით გავლილი საგნების კრედიტები ჩაეთვლება კავკასიის უნივერსიტეტში დაგროვილ კრედიტებად.
პარტნიორი უნივერსიტეტის მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოთ ეწვიოთ ბმულს
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე საერთული, B25 (საკონტაქტო ნომერი:551161995)
გისურვებთ წარმატებას!