გაცნობებთ, რომ ვარშავის ეკონომიკის სკოლა, ვარშავა, პოლონეთი (Warsaw School of Economics) აცხადებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიღებას ორკვირიან საზაფხულო პროგრამაზე შემდეგი მიმართულებებით:
- მარკეტინგი
- ბრენდ მენეჯმენტი
- კორპორატიული მართვა
- ინოვაციების მართვა და ეკონომიკა
- საინვესტიციო პროექტების მენეჯმენტი
- ინტერკულტურული მოლაპარაკებები
თარიღები: 3-14 ივლისი, 2017.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 22 მაისი, 2017.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ვარშავის ეკონომიკის სკოლის ოფიციალურ ვებ- გვერდს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dominika.brodowicz@sgh.waw.pl
გისურვებთ წარმატებებს!