დაიწყო განაცხადების მიღება იტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისთვის 2024-2025 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფილია ჯამში 63 თვის ოდენობის სტიპენდია (1000 ევრო თვიურად).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა შეავსონ ონლაინ შემდეგ ბმულზე.
ელექტრონული განაცხადის წარდგენის ვადა - 14 ივნისი, 2024 (საქართველოს დროით 16:00 სთ).
პროგრამის და საჭირო დოკუმენტების მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ თანდართული ბროშურა.
გისურვებთ წარმატებას!