ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამები 2021-2022

23 თებერვალი 2021

ლეინ კირკლანდის ფონდი აცხადებს მიღებას სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და მკვლევართათვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:


კირკლანდის კვლევითი პროგრამა


პროგრამა განკუთვნილია 45 წლამდე მკვლევართათვის, რომელთაც მოპოვებული აქვთ დოქტორის ხარისხი და იკავებენ აკადემიურ თანამდებობას. პროგრამაში მონაწილეობისათვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 წლიანი აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, აგრეთვე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები.


პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია:

 

  • 1 სემესტრიანი კვლევითი ვიზიტი პოლონეთის კვლევით ცენტრში;
  • სამგზავრო ხარჯები;
  • დაზღვევა;
  • საცხოვრებელი;
  • ყოველთვიური დამატებითი სტიპენდია. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 მარტი.

 

ლეინ კირკლანდის სტიპენდია 

 

პროგრამა განკუთვნილია 40 წლამდე ასაკის ხალხისთვის, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი და მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

 

  • აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის;
  • სხვადასხვა დარგის ექსპერტებისთვის;
  • პოლიტიკოსებისთვის;
  • საჯარო მოხელეებისთვის;
  • მეწარმეებისთვის;
  • მენეჯერებისთვის;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის;
  • მედიის წარმომადგენლებისათვის.

 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია:

 

  • 2 სემესტრიანი სასწავლო ვიზიტი პოლონეთში;
  • სამგზავრო ხარჯები;
  • დაზღვევა;
  • საცხოვრებელი;
  • ყოველთვიური დამატებითი სტიპენდია.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 მარტი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდი.