ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები 2022-2023

22 თებერვალი 2022

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს სტიპენდიებს ლატვიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულად უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • სტუდენტის ცნობა;
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი;
  • დიპლომის ასლი;
  • 2 სარეკომენდაციო წერილი;
  • სასწავლო გეგმის ფორმა;
  • უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში, შეავსოს ონლაინ განაცხადი და შემდგომ ატვირთოს საჭირო დოკუმენტები.

 

სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს უფროს სპეციალისტს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: marika.pira@viaa.gov.lv 

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 აპრილი.



გისურვებთ წარმატებას!