ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო 2024-2025 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს ლატვიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისსაბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულად უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- სტუდენტის ცნობა;
- რეზიუმე;
- სამოტივაციოწერილი;
- დიპლომისასლი;
- 2 სარეკომენდაციოწერილი;
- სასწავლოგეგმის ფორმა;
- უცხოენის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- პირადობისდამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში, შეავსოს ონლაინ განაცხადი და შემდგომ ატვირთოს საჭირო დოკუმენტები.
სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს უფროს სპეციალისტს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: marika.pira@viaa.gov.lv
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 აპრილი.
გისურვებთ წარმატებას!