გაცნობებთ, რომ დაიწყო განაცხადების მიღება 2022-2023 წლის ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამისთვის.
პროგრამაში მონაწილეობისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- კანდიდატმა უნდა მიიღოს წინასწარი დასტურის ფორმა ლიეტუვის არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან;
- კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების სტუდენტი, ლექტორი ან მკვლევარი (მხოლოდ ლინგვისტიკის ან ფილოლოგიის მიმართულების მკვლევარი);
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ლიეტუვურს, ინგლისურს ან სხვა ენას, რომელიც აუცილებელია არჩეულ სასწავლო პროგრამაზე სწავლისთვის.
- კანდიდატებმა უნდა აირჩიონ და შეიმუშაონ თავიანთი სასწავლო პროგრამა იმგვარად, რომ საგნების მინიმუმ 75% დაკავშირებული იყოს ლიეტუვურ კვლევებთან. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ საგნებს, როგორიცაა ლიეტუვური ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურა და ა.შ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- წინასწარიდასტურის ფორმა (აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს კანდიდატმა, გამგზავნი და მიმღები დაწესებულებების პასუხისმგებელმა პირებმა);
- სარეკომენდაციო წერილი;
- ლიეტუვური ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი: TOEFL, IELTS, CPE;
- სამოტივაციო წერილი.
დაფინანსება მოიცავს:
- ყოველთვიურ სტიპენდიას დაახლ. 630 ევროს ოდენობით;
- მგზავრობისა და საცხოვრებელ ხარჯებს ფარავს თავად სტიპენდიანტი.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 29 აპრილი.
გისურვებთ წარმატებას!