სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები 2024-2025 - ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა

25 სექტემბერი 2023

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღებას 2024-2025 აკადემიური წლისთვის.

 

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 14,000 კრონას. სტიპენდიის ფარგლებში დაფინანსებულია როგორც სწავლის საფასური, აგრეთვე საცხოვრებელი ხარჯები. პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მხოლოდ მგზავრობის ხარჯები.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია, თითოეული 2 ეგზემპლარად:

 

სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამისთვის:

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (სააპლიკაციო ფორმის შევსებას შეძლებთ მოცემულ ბმულზე);
  • რეზიუმე;
  • პასპორტის ასლი;
  • ხელმოწერილი განაცხადი წესებსა და პირობებზე თანხმობის შესახებ;
  • ხელმოწერილი განაცხადი ჯანმრთელობის მომსახურების გაწევის მარეგულირებელ პირობებზე თანხმობის შესახებ;
  • ხელმოწერილი თანხმობის ფორმა, სწავლის დასრულების შემდგომ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შესახებ;
  • დაბადების მოწმობის ასლი და მოწმობის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
  • ჯანმრთელობის ცნობა და ცნობის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ან ინგლისურ ენაზე;
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი და დიპლომის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
  • ბაკალავრის დიპლომის დანართის ასლი და დანართის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
  • ცნობა იმ დაწესებულების სტატუსის შესახებ, სადაც მოგენიჭათ ბაკალავრის ხარისხი (ცნობას გასცემს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS.ge);

 

სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამისთვის:

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (სააპლიკაციო ფორმის შევსებას შეძლებთ მოცემულ ბმულზე);
  • CV;
  • პასპორტის ასლი;
  • ხელმოწერილი განაცხადი წესებსა და პირობებზე თანხმობის შესახებ;
  • ხელმოწერილი განაცხადი ჯანმრთელობის მომსახურების გაწევის მარეგულირებელ პირობებზე თანხმობის შესახებ;
  • ხელმოწერილი თანხმობის ფორმა, სწავლის დასრულების შემდგომ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შესახებ;
  • დაბადების მოწმობის ასლი და მოწმობის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
  • ჯანმრთელობის ცნობა და ცნობის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ან ინგლისურ ენაზე;
  • მაგისტრის დიპლომის ასლი და დიპლომის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
  • მაგისტრის დიპლომის დანართის ასლი და დანართის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
  • ცნობა იმ დაწესებულების სტატუსის შესახებ, სადაც მოგენიჭათ მაგისტრის ხარისხი (ცნობას გასცემს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS.ge);
  • პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • საექსპერტო თემების მიმოხილვა, რომლებზეც განმცხადებელს სურს ფოკუსირება მოახდინოს სადოქტორო პროგრამაზე სწავლისას;
  • დისერტაციის თემის მიმოხილვა (3-5 გვერდი);
  • 2 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის კვალიფიკაციას და სამეცნიერო მოღვაწეობას.

 

ჩეხეთის საელჩოში დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 სექტემბერი.

 

სასტიპენდიო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე ზემოხსენებული ფორმების სანახავად გთხოვთ იხილოთ დოკუმენტი, ან ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!