ცხადდება სლოვაკეთის მთავრობის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა 2024-2025 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენებს, ლექტორებს, მკვლევარებსა და ხელოვანებს.
საჭირო დოკუმენტები:
 მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
- რეზიუმე;
 - სამოტივაციო წერილი;
 - სასწავლო პროგრამა;
 - ორი სარეკომენდაციო წერილი;
 - უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 - ბაკალავრიატის დიპლომი;
 - მოწვევის წერილი.
 
დოქტურანტურის სტუდენტებისთვის:
- რეზიუმე;
 - სამოტივაციო წერილი;
 - სასწავლო პროგრამა;
 - აპლიკანტის სადისერტაციო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;
 - დოქტურანტურაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 - მაგისტრატურის დიპლომი;
 - პირადი პუბლიკაციების სია;
 - მოწვევის წერილი.
 
ლექტორების, მკვლევარებისა და ხელოვანებითვის:
- რეზიუმე;
 - დეტალური სასწავლო პროგრამა;
 - უმაღლესი საფეხურის დიპლომი;
 - პირადი პუბლიკაციების სია;
 - მოწვევის წერილი.
 
დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების მომზადების შესახებ იხილეთ ბმულზე.
რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 31 ოქტომბერი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ადმინისტრატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsp-foreign2@saia.sk
გისურვებთ წარმატებას!
