მოლაპარაკებების ფორუმი 2023

30 იანვარი 2023

გაცნობებთ, რომ მოლაპარაკებების ფორუმის (TNC – The Negotiation Challenge) ორგანიზაციული გუნდი, ლუისის უნივერსიტეტთან ერთად, რომი, იტალია. (Luiss Guido Carli, Rome, Italy) გიწვევთ “მოლაპარაკებების ფორუმი 2023”-ში მონაწილეობის მისაღებად.

 

ფორუმი 2023 დაიწყება ონლაინ, სამი საკვალიფიკაციო რაუნდით:

 

  • 3-4 მარტი.
  • 10-11 მარტი.
  • 17-18 მარტი.

 

შეჯიბრებაში დარეგისტრირებული გუნდებიდან 10 საუკეთესო ერთმანეთს შეხვდება ფინალში, 19-20 მაისს, ლუისის უნივერსიტეტის კამპუსში.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა ჩამოაყალიბონ 3 კაციანი ჯგუფი და შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 14 თებერვლამდე.

 

შეჯიბრის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ მოლაპარაკებების ფორუმის ორგანიზატორს მოცემულ საკონტაქტო მეილზე: remigiusz.smolinski@hhl.de

 

წარმატებები!