Online GSERM Ljubljana 2023

29 ნოემბერი 2022

გაცნობებთ რომ ლუბლიანას უნივერსიტეტის, სლოვენია (University Of Ljubljana, Slovenja) ემპირიული კვლევის მეთოდების გლობალური სკოლა (Global School in Empirical Research Methods, GSERM) აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან ონლაინ კურსებზე 2023 წლის 9 იანვრიდან-  20 იანვრის ჩათვლით.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

 

  • სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს
  • პოსტ-დოქტორანტებს
  • მკვლევარებს

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაუზიარონ გამოცდილება სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და დაწესებულებების წარმომადგენლებს და პროგრამის მონაწილეებს.

 

შემოთავაზებული კურსები:

 

  •  პანელის მონაცემების ანალიზი
  •  კვლევის მონაცემების ანალიზი
  •  შემთხვევის შესწავლის მეთოდები
  •  მედიაცია, მოდერაცია და პირობითი პროცესის ანალიზი I
  •  თვისებრივი კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი
  •  მონაცემთა ვიზუალიზაცია და კომუნიკაცია

 

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ 5 დეკემბრამდე, 2022. 

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს:

 

  • მაგისტრი / დოქტორანტი - ერთი კურსი CFH 800, ორი კურსი CHF 1,500
  • პოსტ-დოქტორანტი / პროფესიონალი /ინსტიტუციური პარტნიორები - ერთი კურსი CHF 1,500 ორი კურსი CHF 2,600

 

შემოთავაზებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ლუბლიანას უნივერსიტეტის, ემპირიული კვლევის მეთოდების გლობალური სკოლის წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gserm.ljubljana@ef.uni-lj.si

 

გისურვებთ წარმატებებს!