OSF ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამა

30 ივლისი 2019

გაცნობებთ, რომ ჯოან სკუტეს მეცნიერების ინსტიტუტი (The Johan Skytte Institute of Political Studies) აცხადებს მიღებას სადოქტორო და პოსტ სადოქტორო პროგრამებზე, რომელიც დაიწყება 2019 წლის 12 აგვისტოს და დასრულდება 2020 წლის 12 იანვარს.

 

უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობსა და პოლიტიკური მეცნიერებების კანდიდატებს.

 

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მონაწილეებს ჩამოუყალიბოს ანალიტიკური და კვლევითი უნარები. შერჩეული კანდიდატები იმუშავებენ ინდივიდუალურ კვლევით პროექტებზე უფროს პროფესორებთან ერთად.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, განაცხადი გააგზავნოთ შემდეგ ელეტრონულ მისამართზე- eurasiafellows@ut.ee.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 9 მაისი, 2019 წ. 23:59 (ესტონეთის დროით)

 

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს და გაეცნოთ თანდართულ ფაილს.

 

გისურვებთ წარმატებას!